კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა გააკეთა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იზრუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, ზუგდიდის და ფოთის შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა.
დღეიდან სამეგრელო -ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
“ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი. ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისკენ გატარებული ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი”-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, მობილიზდება საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალები, რათა საგანგებო მდგომარების პირობებში უკვე მოქმედი შეზღუდვები მკაცრად გაკონტროლდეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა