სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 61 წლის მამაკაცს ეძებენ მეხუთე დღეა ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.
სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში, ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც.
ამ დრომდე გრძელდება გაუჩინარებული 61 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები”,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.