LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში დააკავეს 34 წლის ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იძებნებოდა

268
საპატრულო-პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში დაკავებულია 34 წლის ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1987 წელს დაბადებულ გ.მ.-ს 2010 წელს, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები