LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში რეკორდული ზომის სულგუნი დაამზადეს

227
8811288c140c3e338b75e99c905c412e

ოქსამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 19 ოქტომბერს სახალხო ზეიმი “კოლხური შემოდგომა” გაიმართა.

მთელი დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა. მოეწყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მეგრულ სამზარეულოსთან ერთად. გაიმართა ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სულგუნის მსოფლიო აღიარება - Food Insider-ს მეგრული ყველი საუკეთესოებში გაყავს (ვიდეო)

მსოფლიოში ყველის სახეობებს შორის 14 სახეობა საქართველოშია რეგისტრირებული.

ღონიძიების ფარგლებში, ადგილობრივმა იაგო დარსალიამ  34 კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა. მას ამისთვის საქართველოს რეკორდების ფედერაციამ  შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

ამასთან, 19 ოქტომბერს, ჩხოროწყუში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა.

ამასთან, ჩხოროწყუსა და ლიეტუას ქალაქ მოლეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები