LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელო – ზემო სვანეთში სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით ახალი პროექტები განხორციელდება

105

სამეგრელო – ზემო სვანეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ რეგიონს ბოლო სამი წლის განმავლობაში 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტი განხორციელდება.

”ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, მართლაც გამორჩეული მარტვილის კანიონი, რომელიც უკვე აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურით. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნოქალაქევში, სადაც მოეწყობა საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საგრძნობლად გაზრდილია ტურისტების რიცხვი სვანეთის მიმართულებით, რის გამოც ასევე გაიზარდა ფრენების რაოდენობა აღნიშნული მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები