LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 სალაშქრო ბილიკი მოინიშნა, ატენის ხეობაში საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო

98
img-9536-3

პანდემიის მიუხედავად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე-ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი – პროექტს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი შეემატა. მთელი ქვეყნის მასშტაბით “ღვინის გზის” პროექტში 320 მასპინძელი ობიექტია გაერთიანებული. 2022 წლისთვის მომზადდა 30 ახალი მარნის პროექტიც. ატენის ხეობაში მოეწყო საპიკნიკე ინფრასტუქტურა, რომელიც მოემსახურება ორგანიზებულ ტურისტულ ნაკადს. ასევე გორში ციხის ფონზე, ლომჭაბუკის სკვერში განთავსდა სასურათე ჩარჩო. ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს.

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ტურისტული პროდუქტის ფორმირების მიზნით, ეკო ტურიზმის 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დონორი ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით, მომზადდა 2 ეკოტურისტული ბილიკის ინტერპრეტირებული პროექტი განახლებული ასურეთისა და ბოლნისის ტერიტორიისთვის“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები