LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახში სკანდალია – ახალი დეტალები პრინც უილიამის რომანზე ქეით მიდლტონის ახლო მეგობართან

1168
პრინცი-უილიამი

ჯერ კიდევ წლების წინ, დასავლური მედია წერდა, რომ პრინც უილიამს რომანი ჰქონდა მარკიზა როუზ ჰენბერისთან, რომელსაც პრინცი მაშინ ხვდებოდა, როცა ქეით მიდლტონი პრინც ლუიზე იყო ორსულად.

ეს თემა მწერალმა ომიდ სკობიმ ისევ წამოსწია. სწორედ ის ითვლება მეგან მარკლისთან ყველაზე დაახლოებულ სამეფო ბიოგრაფად, რომელმაც სხვათა შორის ქეით მიდლტონი რასიზმშიც ამხილა. ამის შესახებ მწერალმა ვრცლად ისაუბრა  Entertainment Tonight-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან თქვა, რომ თემას კარგად იცნობს, თუმცა, დეტალების აფიშირებისგან თავს იკავებს, რადგან თავად წყვილიც ცდილობს ეს ფაქტი მედიისგან დამალოს.

ინფორმაცია პრინც უილიამის და ქეითის უახლოესი მეგობრის რომანზე 2019 წელს აქტიურად განიხილებოდა. ამის შემდეგ ქეითისა და როუზის ურთიერთობა გაცივდა და პირველად როუზი მეფე კარლის ინაუგურაციაზე ვიხილეთ, სადაც ის ქეითთან ერთად არ გამოჩენილა.

საუკუნის ქორწინება: ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები