დღეს დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფალ ელისაბეტის შვილიშვილი, პრინცესა ბეატრისი ორსულადაა. 32 წლის ბეატრისი და 36 წლის ედოარდო მაპელი მოცი შვილს ელოდებიან. ახალი ამბავი მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც 32 წლის პრინცესა ლონდონში დააფიქსირეს, როდესაც ის საბავშვო მაღაზიიდან გამოდიოდა. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც მაპელი-მოცის და ბეატრისს ვხედავთ სამეფო ქორწილის შემდეგ. წყვილმა თაფლობის თვე საფრანგეთში, შედმეგ კი, იტალიაში გაატარა.
პრინცესა ბეატრისი ლონდონში ცნობილი სავაჭრო ცენტრის Little White Company -ს საბავშვო განყოფილებიდან მარტო გამოვიდა, მას მეუღლე მანქანაში ელოდებოდა.