ამერიკული სატელევიზიო ქსელი ,,ლაიფ თაიმი” მეგან მარკლისა და პრინც ჰარიზე ფილმის გადაღებას გეგმავს სათაურით ,,ჰარი და მეგანი: სასახლიდან გაქცევა”, რომელიც მაყურებელს სამეფო ოჯახის დატოვების და ბრიტანეთიდან ამერიკაში გადაბარგების მიზეზებზე მოუთხრობს.
სიუჟეტს, რომელზეც სცენარისტი სკარლეტ ლეისი, პროდიუსერები მერიდიტ ფინი და მიშელ ვაისი მუშაობენ, სამეფო ტიტულზე უარის თქმის შემდეგ კალიფორნიაში გადაბარგების დრამატული მოვლენები დაედო საფუძვლად. ავტორების განცხადებით, მაყურებელი სულ მალე გაიგებს, რატომ თქვა წყვილმა უარი პრივილეგიებზე და რატომ გადაწყვიტა შვილის ამერიკაში აღზრდა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს მთავარ როლებს, თუმცა პროექტში მონაწილეობის სურვილი უამრავმა ვარსკვლავმა უკვე გამოთქვა.