დედოფალ ელისაბედ II- ის შვილიშვილის, პრინც უილიამის და მისი მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეიტის ოჯახში, მესამე ბავშვი გაჩნდა.
მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ქეით მიდლტონი ახალშობილთან და ქმართან ერთად სამშობიაროს წინ რეპორტიორებთან შესახვედრად გამოვიდა.
მშობლებმა პატარა პრინცი, რომელიც ლონდონში წმინდა მერის სახელობის სამშობიაროში დღეს 13 საათზე დაიბადა, მსოფლიოს გააცნეს.