LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახი მებრძოლთა მემორიალის გახსნას დაესწრო

115

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიქეით მიდლტონი, ელისაბედ მეორე, პრინცი ჰარი და უილიამი ლონდონში მებრძოლთა მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. ერაყში, ავღანეთსა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებში, 1990-დან 2015 წლებში მებრძოლთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ძეგლის გახსნის ინიციატორი დედოფალი იყო, რომელმაც ღონისძიებაში მონაწილეობა უშუალოდ მიიღო.

კემბრიჯის ჰერცოგინიას ჩაცმულობა, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, ყურადღების ცენტრში მოექცა. მას „მაიკლ კორსის“ კაბა-პალტო ეცვა, რომლითაც საზოგადოებაში აქამდეც გამოჩენილა: 2014 წელს ავსტრალიური ტურნეს ფარგლებშიო და გასული წლის მაისში, ლონდონში „ჯადოსნური ბაღის“ გახსნაზე.