მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სამეფო კლუბმა გუშინ გამართულ ფინალში “იუვენტუსს” 1-4 სძლია და მეთორმეტედ გახდა ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით “რეალმა” შეძლო იმის გაკეთება,რაც ადრე არავის გამოსდიოდა- გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.
ფინალის გამორჩეული ფიგურა, რასაკვირველია კრისტიანო რონალდო იყო,რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია,რომ წელს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით პორტუგალიელი ძალიან მიუახლოვდა კარიერაში მორიგ ოქროს ბურთს.
3 ივნისი, 2017 წელი
უელსი,კარდიფი, ”მილენიუმი”
უეფას ჩემპიონთა ლიგა, ფინალი
”იუვენტუსი” – ”რეალი” 1:4
გოლები: კრისტიანო რონალდო 20 ‘(0:1);
მარიო მანჯუკიჩი 27′ (1:1);
კაზემირო 61′ (1:2);
კრისტიანო რონალდო 64′ (1:3);
მარკო ასენსიო 90’ (1:4)
შემადგენლობები:
”იუვენტუსი” : ბუფონი, ბარძალი (კვადრადო 66′), ბონუჩი, კიელინი, ალვეში, პიანიჩი(მარკიზიო 71′), ხედირა, ალექს სანდრო, დიბალა(ლემინა 78′) ,მანჯუკიჩი, იგუანი
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია)
”რეალი” : ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო,კროოსი (მორატა 89′ ), კაზემირო, მოდრიჩი, ისკო (ასენსიო 82′) , ბენზემა (ბეილი 77′) , რონალდო
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)