LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავებმა „ბინძური ცეკვები“ გააცოცხლეს (ფოტო)

102

ემილია კლარკი და ჯეისონ მომოა უახლოესი მეგობრები არიან. მათ ერთმანეთი სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს და დღეს ცხოვრებაში უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ვიდრე გადასაღებ მოედანზე. ამჯერად მსახიობები წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს და ღონისძიებიდან სახალისო ფოტოები ინტერნეტში თავად გაავრცელეს.

ემილია კლარკმა და ჯეისონ მომოამ ლეგენდარული ფილმის „ბინძური ცეკვების“ გაცოცხლება სცადეს. ფოტოებზე ჩანს, როგორ ცდილობს მომოა კლარკის ხელში აყვანას და ზუსტად იმ ცეკვის გამეორებას, რომელიც ფილმიდან უკვე კლასიკად იქცა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები