LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველის გადაღებები უკვე დაიწყო

120
GOT

საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველი „დრაკონის სახლი“ ეკრანებზე 2022 წელს გამოვა. ამის შესახებ თავად HBO-ს პრეზიდენტმა, კეისი ბლოისმა განაცხადა.  „ემის დაჯილდოების ცერემონიაზე ბლოისმა თქვა, რომ სერიალზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

პრიქველს ჯორჯ მარტინის წიგნის, „ცეცხლი და სისხლი“ მიხედვით იღებენ,  რომელიც 2018 წელს გამოვიდა. სიუჟეტი  „სამეფო კარის თამაშების“ მოვლენებამდე, 300 წლით ადრე განვითარდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ საპილოტო ეპიზოდს მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები