ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამთან ერთად კენსინგტონში გამართულ ღონისძიებაზე Royal Variety Performance-ზე გამოჩნდა. უელსის პრინცესა ბრწყინავდა „საფიას“ ბრენდის ულამაზეს საღამოს კაბაში, რომელსაც ბრილიანტის სამკაულები შეუხამა.
ეს არის ქეითის პირველი საჯარო გამოჩენა მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ქეითისა და მეგან მარკლის კონფლიქტის ახალ დეტალებზე. მწერალმა ომიდ სკობიმ ქეითი პირადად დაადანაშაულა რასისტულ განცხადებებში, რომელსაც, როგორ ის ამტკიცებს, უელსის პრინცესა ორსული მეგანის მიმართ აჟღერებდა. მწერლის მტკიცებით, ქეითმა უარი თქვა მეგანის მხარდაჭერაზე მაშინაც კი, როცა მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
ქეით მიდლტონისთვის „სტრატმორის ვარდის ტიარა“ სკივრიდან ამოიღეს, სადაც ის 100 წელი ინახებოდა
ქეით მიდლტონი „ჰოლანდ კუპერის” 660 დოლარიანი ზოლიანი ორეულით გამოჩნდა