LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბარლი წარედგინა

71

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბარლი წარედგინა, -ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

აღნიშნული პრი დღეს სუს-ში ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე სათის განმავლობაში პასუხობდა.

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები