LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დირექტორი: იაშვილის კლინიკაში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა – ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, პრობლემები დაუყოვნებლივ გამოასწოროს

42
BeFunky-collage

სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პრობლემების გამოსწორება.

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს – რა განცხადებას ავრცელებს კლინიკა

„ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით შეამოწმა.

გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში.

ჩვენი მიზანია, ყველა მოქალაქემ მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს და ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა ლიანა ჭუმბურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები