ინიციატივას სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, ნებადართული გახდეს მოწევა ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძის განცხადებით, 1-ელი მაისიდან აკრძალულია მოწევა,სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოები. მისივე თქმით, მსგავს ადგილებში მონიტორინგის მიხედვით, გარკვეული კონფლიქტების მიზეზი ხდება მოწევის აკრძალვა.
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები მათ შორის, “თამბაქოს კონტროლის ალიანსიც” ამბობს, რომ ამ კუთხით არის პრობლემა.
“კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ გარკვეულ ადგილებში, ეზოებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დაიშვას მოწევა. სექტემბერში ინიცირებას გავაკეთებთ და იმედია, პარლამენტს დავარწმუნებთ,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, ეს არ ეხება სკოლებს, იქ მოწევა აკრძალული დარჩება. რაც შეეხება სტადიონებს, სადაც მოწევა 2020 წლიდან უნდა აიკრძალოს, ეს ძალაში იქნება.
აკაკი ზოიძემ ასევე თეატრალურ წარმოდგენებში თამბაქოს გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში რეჟისორის დასაბუთებაა საჭირო.
“რეჟისორმა უნდა დაასაბუთოს, რომ ეს აუცილებელია მხატვრული ჩანაფიქრისთვის,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.