LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

86

“ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სამებაში ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ყოვდადწმინდა სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სხვა პირებმა მიუსამძიმრეს.

“ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში. ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ ქართულ საზოგადოებას,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები