LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამების ტაძარი ძვირფასი ნივთების მოპარვის მიზნით, განგებ დაწვეს”

186

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი – ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი მატროსოვის ციხიდან კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მამა გიორგი მამალაძემ ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ტაძარი ერთი წლის და 4 თვის წინ ძვირფასი ნივთებისა და ოქროს მოპარვის მიზნით, განგებ დაწვეს.

ხანძარი სამებაში პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობსა და დაკავებულ დეკანოზ შორის ურთიერთბრალდებების ახალი მიზეზი გახდა. ე.წ. ციანიდის საქმის ბოლო სხდომაზე პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნახანძრალის აღდგენისა და რემონტისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, ციხეში მყოფი მამა გიორგი ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუსრულებია. უწყებაში დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით „კურიერს“ კომენტარი არ მისცეს.

სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების თითქმის 80 პროცენტი დასრულებულია. უახლოეს მომავალში საბერძნეთიდან ბრები და მარმარილოს ფილები ჩამოვა, რადგან ხანძარმა კედლები და ჭერი სრულად გაანადგურა.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები