LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“კონცერტს მართავს

753
სამების საკათედრო ტაძრის გუნდი

პირველად საქართველოს ისტორიაში, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“კონცერტს მართავს. ღონისძიებაზე ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, „შენ ხარ ვენახი“ და მრავალი სხვა ნაწარმოები შესრულდება.

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებიან. კონცერტის ჩატარების სურვილი სწორედ პატრიარქმა გამოთქვა და ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ქართველი მგალობლების ხმა სიქსტეს კაპელაში დღეს პირველად ისმის. სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში სხვა ქვეყნიდან მუსიკოსების მიწვევა უიშვიათესი შემთხვევაა.

29 ივნისს კი სამების საკათედრო ტაძრის გუნდი პატრიარქის „Ave Maria“-ს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები