სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დღეს, ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
ცნობისთვის, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.