LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა

61
BeFunky-collage (5)

მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღეს მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში 10 საათზე დაიწყო, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ატარებს. ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესიასა და მონასტერში ტარდება.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს წირვამ აღნიშნული რიტუალის გარეშე ჩაირა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:30 საათზე დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები