LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყვიტეს

263
სამება

სამების საკათედრო ტაძარს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

ამის შესახებ ტაძრის არქიმანდრიტმა მამა იოანე მჭედლიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა.

არქიმანდრიტის განმარტებით, 3 წლის განმავლობაში ტაძარს დავალიანება, დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაუგროვდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გაზის მიმზოდებელი კომპანია მათ შეღავათს უკეთებდა:

“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანება გვქონდა და ჩაჭრეს. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გროვდება ეს თანხა. ჩვენ კომპანიის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რადგან ძალიან ბევრჯერ გაგვითვალისწინეს და გაზის მოწოდება არ შეგვიწყვიტეს. მონასტერს არასდროს არ ქონდა ეს თანხა, რომ გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნას იმ კომპანიამაც, ყოველთვის გვერდში გვედგა და რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ გაზი ჩაეჭრათ”, – განაცხადა მამა იოანე მჭდელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები