დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
“დღეს, თბილისის დროით 14:15 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”,-ნათქვამია მათ ინფორმაციაში.
რას უკავშირდება ერთსა და იმავე ადგილას მიწისძვრა და რასთან გვაქვს საქმე, ამ კითხვით „ფორტუნამ“ თეა გოდოლაძეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს მიმართა.
ვრცლად იხილეთ: ბოლო 2 თვეში სამებასთან 1200-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა, თვალს ვადევნებთ პროცესს, რომლის მაგვარი მსოფლიოში ცოტაა – თეა გოდოლაძე