აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს და ხვალ გაიმართება. პანაშვიდი დღეს 18:00 საათიდან, 17 ოქტომბერს კი 12:00 საათიდან დაიწყება.
ინფორმაციას ამის შესახებ ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.
17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25-ის ცხედარი იდენტიფიციარებული და გადმოსვენებულია.