პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი წევრი, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ სამართლიანი იქნება, თუ გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ცუდი ქცევისთვის ადამიანურად ბოდიშს მოუხდის. ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა:
“სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს. რაც შეეხება საქმეს, ვინმე დამნაშავე არის თუ არა – საქმეს საკმარისად არ ვიცნობ. ამაზე საუბრის საშუალება მოგვეცემა. ბოდიში ცუდი ქცევისთვის უნდა მოუხადოს. გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამე ჯდება, მაგრამ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ.” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსიც აღნიშნულია – “ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.