პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პერზიდენტის მიერ გუშინ ტელე ეთერით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სოფიო კილაძის შეფასებით, სამართლებრივი დევნის დაწყება არა პოლიტიკური, არამედ ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა და სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უმჯობესია თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ლუსტრაცია მოხდება. კილაძის თქმით, არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„თუმცა ის კითხვები, რაც არსებობს პრეზიდენტისადმი, ვფიქრობ, არის ლეგიტიმური კითხვები და მგონი, არ სჭირდება ამ საკითხს ზედმეტი დრამატიზება, ნამდვილად არის კითხვები და კითხვები გვაქვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ნამდვილად აქვს ვალდებულება, რომ პასუხი გასცეს ამ კითხვებს და არ გადააბრალოს სხვებს ის, რაც მისი საკუთარი გადაწყვეტილება იყო,“ – განაცხადა კილაძემ.