LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან, შეძლებისდაგვარად..“ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

180
ლევან მზა

„სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან“ – აცხადებს გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამძიმარზე იმყოფებოდა.

„სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. მოგეხსენებათ დააბრუნეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული..

მას მალე გამოჯანმრთელებას და შეძლებისდაგვარად უკეთეს მდგომარეობას ვუსურვებთ.

რაც შეეხებათ დამნაშავეებს, ყველას სურვილია და სამართალი აღდგება და დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად,“ –  თქვა ხინჩეგაშვილმა.

“დამნაშავეები დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად” | ხინჩეგაშვილი გინტურის მკვლელებზე

“დამნაშავეები დაისჯებიან თავის დროზე შეძლებისდაგვარად” | ხინჩეგაშვილი გინტურის მკვლელებზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 10 ნოემბერი, 2023

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად ასული თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

„მეტყველების საშუალებაც არ აქვს, განადგურებულია.. მის წინ მოკლეს კაცი, ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“ – რას ჰყვებიან ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის მამა და მეუღლე