პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ამ წუთებში სამართალდამცავებს ტერიტორიიდან არაერთი პირი გაჰყავთ.
დაკავება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან საპატრული პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.
დაპირისპირება პარლამენტთან სამართალდამცველებსა და “სირცხვილიას” აქტივისტს შორის მოხდა.
ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, მას პარლამენტის მიმდებარედ შეშის შეტანა სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა გადაადგილების საშუალება შეუზუღუდეს.
ადგილზე იმყოფება პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. მისი თქმით, შეშა აალებადია და არსებობს გამოცდილება, როდესაც აქციის მონაწილეები შეშას სამართალდამცველებს ესროდნენ და მათ წინააღმდეგ იყენებდნენ.