LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად კატალონიაში 865 ადამიანი დაშავდა

89

ბოლო მონაცემებით, სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად კატალონიაში 865 ადამიანი დაშავდა. აქედან 12 პოლიციელია. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. როგორც ცნობილია, ესპანეთში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც კატალონიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა.

პოლიციამ და სპეცრაზმებმა რამდენიმე საარჩევნო უბნიდან ადამიანები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენეს. 2 300 საარჩევნო უბნიდან სამართალდამცველებმა 319-ის ბლოკირება შეძლეს. შექმნილი ვითარების გამო ხმის მიცემა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

კატალონიის მთავრობამ პოლიციის ქმედებები ძალის გადამეტებად შეაფასა, ოფიციალური მადრიდის განცხადებით კი, სამართალდამცველები პროფესიულად მოქმედებდნენ.

როგორც ცნობილია, ესპანეთში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც კატალონიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები