სამართალდამცავებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ორი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან“ და მათი დავალებით მოქმედებდნენ,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.