LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ფასი აღარ გაიზრდება

144

მუნიციპალუტი ტრანსპორტით მგზავრობის 80 თეთრიანი საფასური არ გაიზრდება – ამ საკითხის განხილვამ თბილისის საკრებულოში დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს საკრებულოს უმცირესობის წევრი მარინა დათუკიშვილი და უმრავლესობის წევრი ჯაბა სამუშია დაუპირისპირდნენ.

მარინა დათუკიშვილის განცხადებით, თბილისის მერიამ სატრანსპორტო კომპანიებს ყოველთვიური 50 ლარიანი საგადასახადო ტარიფები 15 ლარამდე შეუმცირა. ამ გადაწყვეტილებამ ბიუჯეტი 2 450 000-ით დააზარალა.

უმრავლესობის წევრ ჯაბა სამუშიას თქმით, საგადასახადო ტარიფი სატრანსპორტო კომპანიებს მხოლოდ იმიტომ შეუმცირდათ, რომ მგზავრობის საფასური არ გაზრდილიყო.

“სატრანსპორტო კომპანიებს ტარიფი მხოლოდ იმიტომ შეუმცირდათ, რომ მგზავრობის 80 თეთრიანი საფასური არ გაზრდილიყო. აქამდე სატრანსპორტო კომპანიებს შეეძლოთ იმდენით გაეძვირებინათ ტარიფი, რამდენითაც მოესურვებოდათ, ახლა კი მგზავრობის საფასურს დედაქალაქის მერია და საკრებულო განსაზღვრავს”, – განაცხადა სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ მოკლე მანძილზე სამარშუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 40-დან 50 თეთრამდე ცოტა ხნის წინ გაიზარდა.