LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც მოსაცდელების გარდა, ქუჩის სხვა მონაკვეთებზე გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან

46

სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც მოსაცდელების გარდა, 14 ქუჩის სხვა მონაკვეთზე გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, თბილისის მერიაში, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეფერხება და დაჯარიმება საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც მგზავრისთვის, ასევე საპატრულო პოლიციისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება უფრო კომფორტულია, ვიდრე რეპრესიული მექანიზმების გატარება,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, განმარტა, რომ იქნება ორმაგი სამართლებრივი დაფარვა, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე სანებართვო პირობებით.

„იმ შემთხვევაში, თუ სამარშრუტო ტაქსები არ დაემორჩილებიან სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უკვე განსაზღვრულ და მომავალში დამატებულ პირობებს, ამ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. სანებართვო პირობების დარღვევისთვის სანქცია არის 100 ლარი. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის 200 ლარი იქნება. სანებართვო პირობების კონტროლი მერიის მხრიდან იმ 4 კომპანიის მიმართ, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული, კიდევ უფრო გამკაცრდება,“ – განაცხადა ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები