LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამარცხვინოა და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს – მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს მშვიდად ეძინოს“ – წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე

136
წულუკიანი კასიანოვზე

„საქართველოში უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვის სახით როცა აკეთებს ასეთ განცხადებას, არის არა მეგობრული, მე ვიტყოდი, სამარცხვინო და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო და ქართველი ხალხი ომში ჩაერთოს“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რა დროსაც კასიანოვმა განაცხადა, რომ „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.“

წულუკიანის თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს ყველა იმ გზით, რომელიც არ უკავშირდება დაპირისპირებაში ჩართვას.

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა ის, რასაც სულ ვამბობთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდამხარ ომში სამხედრო გზით უნდა ჩავებათ. ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს ყველა იმ გზით, რომელიც არ უკავშირდება სამხედრო გზებს, მექანიზმებს და დაპირისპირებაში ჩართვას.

არ ვიცი, ბატონი კასიანოვი რომელ ასაკობრივ ჯგუფს, რომელ თაობას განეკუთვნება, რომელ პერიოდში და სად გაიზარდა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მისთვის საინტერესო და სავალდებულოდ საინტერესოა, რა არის საქართველოს უახლესი ისტორია.

ყველა ელჩმა, რომელიც აქ მოდის, უნდა იცოდეს საქართველოს ისტორია. ჩვენ გვახსოვს, საიდან მოვდივართ, რომელი ბავშვობიდან მოვდივართ, რომელი სტუდენტობიდან მოვდივართ, როდესაც ჩვენი, ქართველების ცხოვრება სავსე იყო ცხედრებით, სისხლით, შიმშილით, ობლებით, დაკარგული ტერიტორიებით, ძმათა მკვლელი ომებით, ოკუპანტთან თავის შეკვლით.

თავი რომ დავანებოთ ბავშვობასა და ახალგაზრდობას, სულ ახლახან, 2008 წელს ჩვენ ვნახეთ კიდევ მორიგი უბედურება ომის სახით. ამიტომ ჩვენ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ გვინდა. საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მთელი პოლიტიკური ხელისუფლება, რათა ხალხს ეძინოს მშვიდად, რომ ქვეყანა განვითარდეს.

ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი კასიანოვის დამუნათება და სინდისზე აგდება. ამიტომ ბატონმა კასიანოვმა უნდა მიხედოს იმ საქმეს, რომლისთვისაც ის არის საქართველოში გამოგზავნილი, ანუ, იყოს თავისი ქვეყნის ელჩი და არა საქართველოს სახელმწიფოს და მისი ხალხის შემფასებელი.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი, ამას ვერ უშველის ვერაფერი, ვერც სიების შედგენა, ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ – წულუკიანი სააკაშვილზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები