LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაგიერო გადახდილია – ბენ აფლეკის ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი ყოფილ ბოიფრენდს უბრუნდება

7489
jenifergarner

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის შერიგების შემდეგ, ჯერი ჯენიფერ გარნერზე მიდგა. აფლეკის ყოფილი ცოლი ამჯერად თავად ალაპარაკდა ძველ ბოიფრენდთან შერიგებაზე. 49 წლის გარნერი და 43 წლის ჯონ მილერი ჯერ კიდევ გასულ წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ არ საუბრობდნენ. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ.

ფოტო: „ჯერ მაკოცე და ისე წადი!“ – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის მხურვალე გამოსამშვიდობებელი კოცნა

გარნერი და მილერი პაპარაცებმა ამჯერად ნიუ-იორკში გადაიღეს, სადაც წყვილი ერთ-ერთი კაფედან, ყავით ხელში გამოვიდა. ცნობილია, რომ CaliGroup-ის გენერალური დირექტორი გარნერმა 2018 წელს გაიცნო. ეს შეხვედრა ბენ აფლეკთან ოფიციალური განქორწინების პერიოდს დაემთხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები