ღვინის მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა ხარება“ დამფუძნებელი, ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა. სამწუხარო ინფორმაციას თავად ღვიმის მწარმოებელი კომპანია ავრცელებს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
„უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა მეღვინეობა ხარებას დამფუძნებელი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა.
ბატონი ვახტანგი იყო უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და ინტელიგენტი პიროვნება, გამორჩეული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი, ღვთის მადლით და ნიჭით ქტიტორი. სამაგალითო იყო მისი თავმდაბლობა, მეგობრობა, ადამიანობა, ღვაწლი და სიყვარული ქვეყნისა და ეკლესიისადმი.
ფასდაუდებელია მისი წვლილი კომპანიის და თითოეული ჩვენგანის განვითარებაში.
ბატონი ვახტანგი უმძიმესი დანაკლისი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.
▪️პანაშვიდი: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
უდიდესი გულისტკივილით და მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა მეღვინეობა ხარებას დამფუძნებელი ვახტანგ…
Posted by მეღვინეობა ხარება • Winery Khareba on ორშაბათი, 31 ივლისი, 2023
▪️გამოსვენება: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან, 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, დაკრძალვა სამთავროს დედათა მონასტერში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.