LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამაგალითო დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის ქალიშვილს დაუახლოვდა

911
ჯეილო

ბენ აფლეკზე ქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ლოპესი ცდილობს მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოს ოჯახს, განსაკუთრებით კი შვილებს და მათ შორის, დაუახლოვდეს ბენ აფლეკის შვილებსაც. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ბევერლი-ჰილზის ქუჩებში ჯეი-ლო, ბენის უფროს ქალიშვილთან, 16 წლის ვაიოლეტთან გადაიღეს.

როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესმა და ვაიოლეტ აფლეკმა ერთად ივახშმეს, შემდეგ გაისეირნეს და ბოლოს, მანქანისკენ გაეშურნენ. ყურადღება მიიქცია იმან, რომ ბენის შვილს და ჯენიფერ ლოპესს უკვე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლოპესმა იმიჯი შეიცვალა და ამჯერად ხვეული თმით გამოჩნდა.

ეს ბენი არ არის! – ჯენიფერ ლოპესი „დოლჩე და გაბანას“ კამპანიაში

„სიყვარულით იტალიიდან“ – „ბენიფერის“ თაფლობის თვის ქრონიკები – ფოტოები, რომლებიც უნდა ნახოთ

ქორწილი, რომელსაც 19 წელი ველოდით – ფოტო/ვიდეო “ბენიფერის” ქორწილიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები