LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დისკრეციული უფლების გამოყენება პოლიტიკური სტაბილურობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა

78
სალომე სამადაშვილი

„მოქმედი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დისკრეციული უფლების გამოყენება პოლიტიკური სტაბილურობის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, მესამე პრეზიდენტის პატიმრობა სერიოზულ პრობლემას ქმნის და პრობლემა მხოლოდ შიმშილობას არ უკავშირდება.

„მიხეილ სააკაშვილი ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი ლიდერია და მისი პატიმრობაში ყოფნა პრობლემა იქნება მიუხედავად იმისა, შიმშილობს თუ არა.

საერთაშორისო თანამეგობრობა გვეუბნება, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა ამყარებს რწმენას, რომ არსებობს პოლიტიზებული სასამართლო სისტემა და ქვეყანას პოლიტიზებული მართლმსაჯულების პირობებში წინსვლის შანსი ევროინტეგრაციის გზაზე არა აქვს,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„ლელო“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ფრაქცია „ლელოს“ ხელისუფლებისადმი შეთავაზებას, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა და სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება.

„თუკი ჩიხიდან გამოსვლა სურთ, შეგვიძლია საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებები მის დაუსწრებლად არის მიღებული.

შეიძლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იმგვარად შეიცვალოს, რომ პატიმარს მიეცეს შესაძლებლობა მის წინააღმდეგ გამოტანილი ბრალი იმ მიზეზით გაასაჩივროს, რომ პროცესს არ ესწრებოდა.

ხოლო სასჯელის მოხდა გადავადდეს, ვიდრე ახალი პროცესი არ გაიმართება, სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ელენე ხოშტარია: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არ გადაყვანა შურისძიება და შერჩევითი უკანონობაა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები