LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამ წლამდე ბავშვს არ ესმის აკრძალვა, პირიქით, ამ დროს უკუღმა აკეთებს ყველაფერს“ – მარინა კაჭარავა

372
marinakajarava2025

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „რუსთავი2“-ის ეთერში ადრეული ასაკის ბავშვების ქცევის მოდელზე ისაუბრა.

„სამ წლამდე ბავშვს არ ესმის აკრძალვა, პირიქით, ამ დროს ნეგატივიზმი აქვს და უკუღმა აკეთებს ყველაფერს. ჩვენს არაცნობიერს „არ“ არ ესმის. „არ“ ესმის უკუღმა. ეს პირდაპირ ეგზავნება ადამიანს, მის არაცნობიერს, რომ ეს გააკეთოს. ბავშვს უნდა ველაპარაკოთ პოზიტიური წინადადებებით. როდესაც ბავშვი, ჩვენი აზრით, უწესოდ იქცევა, მას მივაქციოთ ყურადღება. მისი ქცევა იმ მომენტში დავაიგნოროთ, გადავრთოთ რამე სხვა ქცევაზე. სანამ ბავშვს აქვს უნარი, რომ გაიგოს, მანამდე მასთან შესვლა პოლემიკაში ძალიან წამგებიანია. ბავშვს ძალიან ძაბავს, როდესაც დაბალ ხმაზე ელაპაკარები, თუ მოლოდინი აქვს სხვა. მან იცის, რომ ცუდად მოიქცა. ყვირილის დროს ბავშვი ისე ისტრესება, რომ არაფერი არ ესმის. როდესაც ბავშვს მიუახლოვდები, თვალი თვალთან უნდა გქონდეს. ზემოდან, ვერტიკალზე ურთიერთობა არ შეიძლება. ან ჩვენც იატაკზე უნდა დავსხდეთ, ან ავწიოთ ბავშვი. თვალის კონტაქტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ​რაც უფრო დაუწევ ხმას და მშვიდად დაელაპარაკები, მით უფრო თავის მნიშვნელოვნებას გრძნობს. ფიქრობს: „მე პატივს მცემენ, მესაუბრებიან.“ თუ ყურში ვეტყვი რაღაცას, ფიქრობს: „მე საიდუმლოს მანდობენ.“ ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

შეიძლება ზამთარია, ბავშვმა მოინდომა მაისურით და ტრუსებით ეზოში ჩასვლა. აქ თუ პოლემიკაში შეჰყვები: „გაცივდები, არ გაცივდები,“ აუცილებლად ბეჭზე დაგდებს, მოგიშლის ნერვებს, შეიძლება უყვირო ან რაღაც მსგავსი. არა, არ განიხილავ ამას. პირდაპირ ეუბნები: „ეზოში ჩასვლა თუ გინდა, ამას ჩაიცვამ თუ ამას?“ ორივე მე უნდა მაწყობდეს. არ განვიხილავ მის იმ მდგომარეობაში ჩასვლას. როდესღაც მას ეს მობეზრდება. თუ უნდა ეზოში ჩასვლა, კმაყოფილი დარჩება, რომ არჩევანის საშუალება მიეცა,“ – ამბობს მარინა კაჭარავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები