LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამ თვეზე მეტია პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად ვისმენთ შეურაცხყოფას – ეკა მიშველაძე

123

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკვე სამ თვეზე მეტია პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად ვისმენთ შეურაცხყოფას, ლანძღვას და ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, სამწუხაროდ, სიახლე არ არის.

„გარკვეულწილად ვატყობ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად სურთ ასეთი კომენტარების დამკვიდრება, შესაბამისად, აღნიშნულზე კომენტარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში ძალიან სუსტია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამიტომ არ უკვირს, რომ გიორგი მარგველაშვილი თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები