LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამ საათში შეგროვდა საჭიროზე მეტი თანხა“ – ელენე დარიანის წიგნი ახლიდან დაიბეჭდება

408
Untitled design (100)

ელენე დარიანის წიგნის ახლიდან დასაბეჭდად უკვე საჭიროზე მეტი თანხა შეგროვდა. ამის შესახებ ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს!

ვინ თქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასოლიდარულია?

გუშინ დავწერე: „(ელენე დარიანის) წიგნს ახლიდან აუცილებლად დავბეჭდავთ – საზოგადოების იმ ნაწილის ხელშეწყობით, ვისაც უყვარს და აინტერესებს ქართული ლიტერატურა და კულტურა.“

ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს მიაკუთვნეს – შეცდომის „ავტორი“ ავადაა – რას გეგმავს კულტურის სამინისტრო

გუშინ საღამოს 9 საათისთვის საინიციატივო ჯგუფმა წიგნის დასაბეჭდად საჭირო თანხის შეგროვება დაიწყო. არნახულ ტემპებში, არნახული ხალისით, მხოლოდ სამ საათში შეგროვდა საჭიროზე მეტი თანხა.

ყველას უდიდესი მადლობა, ყველას ვინც თუნდაც 1 ლარი გადმორიცხა საერთო საქმისთვის.

დიდი, დიდი მადლობა ამ ერთად დგომისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენისთვის, დიდი სიყვარულისთვის, რადგან სიყვარულის გარეშე არაფერი კარგი არ გამოდის.

ლაშა ბაქრაძე: წიგნები გადავეცით, შეცდომები ვაღიარეთ, ვაპირებდით გასწორების ფურცლის დართვას, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩდა

წუთის-სოფელი ესეა:

ღამე დღეს უთენებია,

რაც მტრობას დაუქცევია –

სიყვარულს უშენებია“, – წერს ლაშა ბაქრაძე სოლციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები