ბერძნული ქალაქის, სალონიკის მერია მზადაა რომ უსახლკაროების ცხოვრების საფასური 2 წლის ვადით დაფაროს. ამ გზით ქალაქს სურს, რომ ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს ჩვეული ცხოვრების დაბრუნებაში დაეხმაროს და საზოგადოებასთან ინტეგრირება მათ ისევ შეძლონ. ინფორმაციას სიახლის შესახებ The Mayor ავრცელებს.
მესამე წელს ქალაქი საკუთარ თავზე ქირის 75%-ს აიღებს, ხოლო მეოთხე წელს პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ რომ სტანდარტული სოციალური დახმარება მიიღონ.
ამავდროულად, ადამიანები სოციალური სამსახურების მუდმივ მხარდაჭერას მიიღებენ და სტაბილური სამსახურის მოძებნასაც შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ უსახლკაროების საზოგადოებასთან ინტეგრირებას ცდილობს ესპანეთიც. მაგალითად, ბარსელონაში უსახლკაროები ქალაქის საავტორო ტურებს უძღვებიან.