საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამეგრელოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის შეხვედრა დაგეგმილია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში, სადაც ამ წუთებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. პერიმეტრს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იცავს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ შენობასთან დღეს დილიდან შეკრებილები არიან მოძრაობა “შეცვალეს” წევრები, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სამეგრელოში. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ხახვი და კარტოფილი მიიტანეს შენობასთან. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: “ბიძინას მონა”, “ია კერზაია შენ მოკალი, შენ ხარ მკვლელი”.
“ოდიშინიუსის” ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ქონდა ადგილი. სამართალდამცავებმა “შეცვალეს” წევრებს შესასლელთან დგომის უფლება არ მისცეს.
“თუ ასეთი მაგარი პრეზიდეტია და თუ ბიძინას მონა არაა, წამოვიდეს ენგურის ხიდზე და იქ თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, რომელიც პრეზიდენტის შესახვედრად გუბერნიის შენობასთან მოვიდა.
“მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება” – სალომე ზურაბიშვილი