LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ახალი წელი ჯარისკაცებს მიულოცა [ვიდეო]

10c73604770549bd9a1ec318bffbee1c

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, ახალი, 2019 წელი მისიებში მყოფ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა, სადაც თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება და მათი საქმიანობის მნიშვნელობა.

“ამ საფრთხეების წინაშე თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ პატივისცემა. მთელი ქართველი ერის სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ამ რთული სამსახურისთვის. მე ვიცი პირადად, როგორ არიან დაფასებული ქართველი ჯარისკაცები, უცხოელი პარტნიორებისგან. ბევრჯერ მსმენია თქავენი პროფესიონალიზმისა და თავდადაების შესახებ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე და მომავალი ინტეგრაციის საფუძველი,” – მიმართა მან ვიდეოკონფერენციის საშუალებით სამხედროებს.

სამხედრო მართვის ცენტრიდან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ჩართვა განხორციელდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციაზე და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.