საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებსაც გაეცნობა.
ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავასაც შეხვდება.
ანდჯეი დუდა საქართველოში 26 მაისს ეწვია. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრო.