LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს მონაკოს სამთავროს ეწვევა

83
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმაციით, მონტე-კარლოში პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები.

დაგეგმილია შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას – “ვაზის ფესვებთან შეხვედრა” და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის “მშვიდობა და სპორტი“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები