LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, თუმცა მასზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია: ხატია დეკანოიძე

92
ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი,  ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის პარტიიდან წასვლას ეხმაურება. როგორც დეკანოიძე წერს, რომ ის არ ეთანხმება უკვე ყოფილი თანაგუნდელის პოზიციას, თუმცა, მასზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს.

“ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.

სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ,” – წერს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები