„შემდეგი მოწვევის პარლამენტში მაინც აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია და მას დაემატება ალბათ, ის როლი, რომელიც პაპუაშვილმა, კობახიძემ და დანარჩენმა უმრავლესობამ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით ითამაშა“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას დეპუტატმა ასევე თქვა, რომ თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ რჩება საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლის გზა.
„სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ” - მამუკა მდინარაძე
„სასამართლოს შესახებ საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაღმია და ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ” - მამუკა მდინარაძე
„ის, რაც უმრავლესობამ გააკეთა პარლამენტში, კონსტიტუციის და რეგლამენტის უხეში დარღვევაა, მათ ფაქტობრივად, საბოტაჟი მოუწყვეს კონსტიტუციურ პროცესს.
თუ უმრავლესობა უარს არ იტყვის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ჩვენ გვრჩება საკონსტიტუციო სარჩელის გამზადების გზა და ვაპირებთ ვიბრძოლოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით.
ჩვენ სამჯერ ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში ბოიკოტი, რომელიც უმრავლესობამ კენჭისყრას გამოუცხადა და შემდეგ თვითნებურად კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო საკითხი ნუსხიდან.
ამიტომ, შალვა პაპუაშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ამ მოწვევის თუ არა შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია მურუსიძის და სასამართლო „კლანის“ დანაშაულების შესასწავლად.
ოღონდ, ამ კომისიას დაემატება ალბათ როლი, რომელიც პაპუაშვილმა, კობახიძემ და დანარჩენმა უმრავლესობამ „კლანის“ გამყარებით საქართველოდ ევროპული მომავლის საბოტაჟის მიზნით ითამაშა.“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.