სალომე კორკოტაშვილი 30 დეკემბერს კონცერტს გამართავს. მერიის მიერ დაფინანსებული წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სალიოსა და მისი ჯგუფის ერთობლივი პროექტი კვარტეტთან ერთად (ორი ვიოლიონო, ალტი და ჩელო) ღია ცის ქვეშ გაიმართება.
როგორც სალომემ „ფორტუნას“ უთხრა, მსმენელი ყველა მისი ცნობილი კომპოზიციის ახლებურ ვერსიებს მოისმენს, მათ შორის იქნება „ვარსკვლავები“, „Wayside“, „Let It Shine“.
ნინო მურღულია